The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვეტა ლაზარაშვილი

ოფიციალური სახელი:ივეტა ლაზარაშვილი
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1981–1985წწ. სწავლობდა ასპირანტურაში–მოსკოვის ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1977–1983წწ. იყო რესპუბლიკის ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ფსიქიატრი, 1986–1993წწ. მ. ასათიანის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ფსიქიატრიის ინსტიტუტის სასამართლო ფსიქიატრიის განყოფილების უფროსი, 1990–1995წწ. სოციალურ–ფსიქოლოგიური დახმარების განყოფილების გამგე. 1992 წლიდან არის კრიზისული სოციალურ–ფსიქიატრიული დახმარების ცენტრის დირექტორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თვითმკვლელობას, ნორმასა და პათოლოგიას ფსიქიატრიაში, სტრესსა და სიტუაციურ რეაქციებს, ფსიქოლოგიურ კრიზისს, ფსიქო–სოციალურ დევიაციებს, რეაბილიტაციასა და პრევენციას. არის დისერტანტთა ხელმძღვანელი. ხელმძღვანელობს აგრეთვე სამეცნიერო–პრაქტიკულ ცენტრ "ნდობას". ატარებს ტრენინგებს, ლექციებს თბილისსა და რეგიონებში. მან პირველმა დააფუძნა საქართველოში ფსიქოსოციალური და კრიზისული დახმარების სტრუქტურები. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "პრაქტიკულად ჯანმრთელ პირთა და ფსიქოპათიურ პიროვნებათა განმეორებითი  სუიციდური ქცევების ანალიზი", დაიცვა 1986 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციის ლიდერ ქალთა საერთაშორისო კონსორციუმი, წევრი
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, წევრი