The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მიხეილ ლანდია

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის I სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1974წწ. მუშაობდა  ბათუმში გინეკოლოგად; 1974–1985წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის II სამეანო გინეკოლოგიურ კათედრაზე; 1985 წლიდან არის კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის  სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 33 სამეცნიერო ნაშრომისა ორსულთა ტოქსიკოზის დიაგნოსტიკის, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კურორტული გინეკოლოგიის საკითხებზე. არის კურორტ მენჯისა და სამტრედიის კონსულტატი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. გინეკოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ფერმენტისა და იზოფერმენტის აქტივობის ცვლილებები სისტემაში დედა -პლაცენტა - ნაყოფი ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის დროს", დაიცვა 1983 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტუბარული უშვილობის კომპლექსური მკურნალობა და ქალის გენერაციული ფუნქციის ეტაპური რეაბილიტაცია ფიზიკური ფაქტორების გამოყენებით".