The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლერი ლაფანაშვილი

დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დონეცკის ოლქი(უკრაინა).

 1969–1972წწ. სწავლობდა რიგის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, 1972–1975 წლებში სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

1976–1979წწ. იყო ტყვარჩელში ქირურგიული განყოფილების გამგე; 1980 წლიდან არის ნ. ანთელავას სახელობის გულ–მკერდის ქირურგიის სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიო–მიოპლასტიკას, კარდიორეზონანსულ ელექტრო და ლაზეროთერაპიას. თორაკო–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Разработка аутомышечной системы вспомогательного кровооброщения для хирургической коррекции сердечной недостаоточности в экспериментальном исследование", დაიცვა 1989 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • შვეიცარული ფარმაცევტული ფირმა "ჰოფმან ლა როში", წარმომადგენელი კავკასიაში

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1991 - იტალიის კარდიოქირურგთა ასოციაციის პრემია