The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინა ლაშხაური

დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენის ფაკულტეტი 1974 წელს.

1974 წელს იყო ქარელის სანეპისადგურის ექიმი–ეპიდემიოლოგი; 1978 წელს თბილისის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992–1996წწ. წყლის ჰიგიენისა და წყალსატევების სანიტარული დაცვის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1994 წლიდან არის  ამავე ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1995 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი, წამყვანი სპეციალისტი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება წყლის გამტკნარების ჰიგიენურ პრობლემებს, სასმელი წყლისა და წყალსატევების სანიტარულ დაცვას. სანიტარული ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღრუ აცეტატცელულოზური ბოჭკოების და ეპოქსიდური შენაერთების საფუძველზე დამზადებული უკუოსმოსის მეთოდით მომუშავე წყლის გამამტკნარებელი აპარატების ჰიგიენური შეფასება", დაიცვა 1983 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო ორგანიზაცია "აკვამედი", წევრი