The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნოდარ ლებანიძე

ნოდარ ლებანიძე
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს; მოსკოვის ქირურგიის ცენტრის კლინიკური ორდინატურა 1975 წელს; ასპირანტურა 1978 წელს.

1978-1980წწ. იყო ქ. მოსკოვის ქირურგიის ცენტრის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1980-1882წწ. თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1982 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აკადემიის ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის კათედრის გამგე; 1981-2004წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; 1992-1994წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიის სამმართველოს უფროსი; 1988-2005წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის კათედრის გამგე; 2004 წლიდან ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინის" დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი სპეციალობაში "ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია", საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის დარგში, სადისერტაციო საბჭოს წევრი სპეციალობებში "ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია" და "კრიტიკული მედიცინა". გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 2 სახელმძღვანელო, 1 მონოგრაფია, 1 მეთოდური რეკომენდაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ანსთეზიოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1993-2006)
  • საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    კარაპს მედლაინი
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას 42
    ტელეფონი:2 22 44 17; 2 51 60 60
  • სამსახური
    კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (აკად. ფ. თოდუას კლინიკა)
    მისამართი:თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13
    ტელეფონი:2 34 81 19; 2 34 28 30