შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დალი ლეჟავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1965 წელს.
1966–1988წწ. იყო თბილისის ბავშვთა I საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი, 1987–1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1988 წლიდან ხელმძღვანელობს ბავშვთა I საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებას, 1994 წლიდან თბილისის საერო სამედიცინო ინსტიტუტის, 1997 წლიდან–ეგნატე ფიფიას სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგეა. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომისა შედარებითი ფიზიოლოგიის, ბავშვთა ქირურგიის, ზოგადი პედიატრიის, კარდიორევმატოლოგიის, ალერგოლოგია–იმუნოლოგიის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია–"სტაფილოკოკური ინფექცია ახალშობილ და ჩვილ ბავშვთა ასაკში"(თანაავტორი პროფესორი მ. მჭედლიშვილი, 1979). ეწეოდა სარედაქციო საქმიანობას სამედიცინო ლიტერატურის გამოსაცემად, იყო სამედიცინო–პოპულარული ჟურნალ "იავნანას" პასუხისმგებელი მდივანი. პედიატრი, უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რევმატიზმის ეპიდემიოლოგიის, თანამედროვე კლინიკური მიმდინარეობისა და დიაგნოსტიკის თავისებურებანი ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1986 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |