The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ჟუჟუნა ლეჟავა

დაბადების თარიღი:15 მარტი, 1932  (93 წლის)
კატეგორია:ოტო-რინო-ლარინგოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს.

1957–1960წწ. მუშაობდა ცაგერის რაიონულ საავადმყოფოში; 1960–1970წწ. საქართველოს ონკოლოგიის კვლევით ინსტიტუტში; 1970 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ტონზილურ პრობლემასა და ანტივირუსულ იმუნიტეტს, კანცეროგენების საკითხებს. ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ჰორმონის გავლენა ქიმიური კანცეროგენებით სარძევე ჯირკვლის კიბოს ინდუცირების პროცესზე(ექსპერიმენტული ნაშრომი).