Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
გიორგი ლილუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით 1996 წელს; ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმის კვალიფიკაციით 2001 წელს; ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტის დარგობრივი დახელოვნების კურსი "სამხედრო საველი ქირურგია" 2003 წელს; 2017 წლის 3 თებერვლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მუშაობს თემაზე "სამხედრო მომსახურეთა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობისა და სამედიცინო დახმარების საჭიროების, მიწოდებისა და ეფექტურობის, შესწავლა და შეფასება". 1990-1992წწ. ს/გ "საქკავშირმშენ პროექტი" მ.მ.კ 2 -ში მონტიორი; 1992–1993წწ. ქ. თბილისის სამრეწველო ეკონომიკური კოლეჯის ლაბორანტი; 1995-1996წწ. რესპუბლიკურ კლინიკურ ინფექციური საავადმყოფოს მე-8 განყოფილების სანიტარი; 1998-1999წწ. სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურ "ქველის" გამსვლელი ბრიგადის მედდა; 1999-2004 წ. გამსვლელი ბრიგადის მორიგე ექიმი; 2000 წ. - ს. ს. "ფეროს" მედიკო-სანიტარული ნაწილის ქირურგიულ, ტრავმატოლოგიურ და კარდიოლოგიურ განყოფილებებში ექიმის თანაშემწე, ზესტაფონის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ექიმის თანაშემწე; 2000-2001წწ. შ.პ.ს. "მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს" ქირურგიულ განყოფილებაში ექიმის თანაშემწე; 2000 წელს არჩეულია საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო წევრად, ამავე აკადემიის ახალგაზრდულ საქმეთა კოორდინატორად, გაზეთ "ჟამი ერისას" ახალგაზრდულ საქმეთა რედაქტორად და "მომავლის აკადემიის" პრეზიდიუმის წევრად; 2002 წლიდან ამავე აკადემიის იურიდიული მომსახურების კომპლექსური ცენტრის დამოუკიდებელი სამხედრო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი; 2004-2008წწ. აკადემიასთან არსებულ უნივერსიტეტში, აკადემიის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად; 2006 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული აკადემიის "მომავლის აკადემიის" კოორდინატორად, ამავ დროულად ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო საქმიანობის ხელშემწყობ სფეროს საკითხებში საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად; 2006-2010წწ. №138 საჯარო სკოლის პედაგოგი; 2006-2010წწ. ქ. თბილისის სამედიცინო სასწავლებელ "არგო"-ს ლექტორი, 2007 - იურისტი; 2007-2009წწ. შეთავსებით №138 საჯარო სკოლის იურისტი; 2008 წელს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტი; 2009-2015წწ. ს.ს. "ლომისი" გაყიდვების დეპარტამენტი; 2015-2016წწ. ქ. თბილისის 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგი; 2016 წლიდან საქართველოს ეროვნული სამხედრო სამედიცინო აკადემიის რექტორი; 2017 წლიდან ქ. თბილისის 81-ე საჯარო სკოლის ექიმი. სამხედრო სამსახური: 1992-1993წწ. მონაწილეობდა საქართველოს მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში 21-ე ბრიგადის მოხალისეთა ბატალიონში, მოხალისედ(სან. ინსტრუქტორი); 1993-2001წწ. სამხედრო ნაწილი "სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი" მსმენელი(კურსანტი), 2001-2004წწ. (ს/ნ 10143) მე-11 მექანიზირებული ბრიგადის (ს/ნ 06325) საარტილერიო დივიზიონის სამედიცინო სამსახურის უფროსი; 2002 - "COOPERATIVE BEST EFFOR"-ში სწავლების სამედიცინო პუნქტის ქირურგი; 2002 - საშტაბო სამეთაურო სწავლება "კახეთი 2002"-ში 112-ე ბატალიონის ექიმი; 2003 - საშტაბო-სამეთაურო და სამედიცინო სწავლება "RESCUER MEDCEUR 03 2012"; წლის საპარლამენტო არჩევნებში "მერაბ კოსტავას საზოგადოების" მიერ წარდგენილი იქნა საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად; 2013 - შუალედურ არჩევნებში იგივე ორგანიზაციის მიერ წარდგენილი იქნა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად; 2013 - დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატი; 2014 - "მერაბ კოსტავას საზოგადოების" მიერ წარდგენილ იყო ქ. თბილისის მერობის კანდიდატად; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - პარტია "საქართველო"-ს პროპორციული სიით N1 და ასევე N6 -ე მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი; 2017 - იგივე პარტიის მიერ დასახელებულ იქნა ქ. თბილისის მერობის კანდიდატად. ეკონომისტი, ექიმი, იურისტი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი, სამხედრო პირი. Member of Organizations
Awards and Honors
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |