The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გია ლობჟანიძე

დაბადების თარიღი:11 მაისი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1979 წელს.

1980–1981წწ. იყო თბილისის II საავადმყოფოს ინტერნი; 1983–1984წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1983–1984წწ. გარდაბნის რაიონის ქირურგი; 1984–1987წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1987–1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ქირურგიის კათედრის ასპირანტი, 1994–1996წწ. ამავე კათედრის დოცენტი. 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 1999 წლიდან–დეკანი, 1996 წლიდან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ქირურგიულ სნეულებათა №3 კათედრის პროფესორი. 1989–1993წწ. მუშაობდა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე, რუსეთის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში. ავტორია 104 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 4 მეთოდური რეკომენდაცია , 2 მონოგრაფია–"კუჭის წყლული", 1998, "თორმეტგოჯა ნაწლავის პოსტბულბარული წყლულები", 1998(რუსულ ენაზე); დანარჩენი ნაშრომები ეხება ურგენტული ქირურგიისა და ქირურგიული გასტროენტეროლოგიის პრობლემებს. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"თორმეტგოჯა ნაწლავის პოსტბულბარული წყლულების კლინიკა და მკურნალობა", დაიცვა 1987 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კუჭის წყლულის კლინიკა და ქირურგიული მკურნალობის მეთოდები", დაიცვა 1994 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • თბილისის ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები, წევრი (1971-1973)
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტთან არსებული ქირურგიის სადისერტაციო საბჭო, სწავლული მდივანი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნაკრები, წევრი (1973-1979)
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ჩემპიონატებისა და თასის პრიზიორი
  • ქირურგთა ინტერნაციონალური კოლეჯი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ქალაქი ატლანტას(აშშ) საპატიო მოქალაქე