The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინა ლობჟანიძე

დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1971–1074წწ. იყო თბილისის ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1977წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ცენტრალურ–კვლევითი ლაბორატორიის  უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1977–1983წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1983–1995წწ. აღნიშნული ინსტიტუტის გადაუდებელი თერაპიისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის კათედრის ასისტენტი. 1995 წლიდან არის ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 33 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებშიც ძირითადად გაშუქებულია ნეიროფიზიოლოგიის, პულმონოლოგიის, კარდიოლოგიის, ტოქსიკოლოგიის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია – "სიმპატო–ადრენალური სისტემა და შინაგანი ორგანოების ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ზოგიერთი  საკითხები"("საბჭოთა საქართველო", 1985 წელი). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა ზოგიერთი სტრუქტურის ელექტრონული და ქიმიური გაღიზიანების გავლენა სეროტონინის შემცველობაზე ცხოველის სისხლში", დაიცვა 1974 წელს.