The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე ლოლაშვილი

ალექსანდრე ლოლაშვილი
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს.

1972–1974წწ. მუშაობდა სიღნაღის რაიონულ საავადმყოფოში; 1974–1980წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი, 1980–1986წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1986 წლიდან მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პერიოდში სისხლის რეოლოგიურ და ერითროციტების მორფოლოგიურ დარღვევებს. ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის კარდიოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სისხლის მიკრორეოლოგიური თვისებები და ერითროციტების მორფოფუნქციური მდგომარეობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს და მათზე ზოგიერთი პრეპარატების ზემოქმედება", დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    დ. გაგუას კლინიკა
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას ქ. 2/6
    ტელეფონი:2 53 23 13; 2 53 22 21