Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ნინო ლოლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.
1975–1977წწ. იყო ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1978–1981წწ. თერაპიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი, 1981–1987წწ. ჰემოთერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1987–1990წწ. დისპანსერულ–პოლიკლინიკური განყოფილების უმცროსი, 1990–1996წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1996 წლიდან ამავე განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰემობლასტოზების დიაგნოსტიკასა და პროგნოზირებას, ანემიების ეპიდემიოლოგიას, კლინიკას, მკურნალობას, კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი საკანდიდატო დისერტაცია. ჰემატოლოგ–ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ლიმფოლეიკოზის ტიპიური და ატიპიური ფორმების პროგნოზირება და დიფერენციალური დიაგნოსტიკა", დაიცვა 1984 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "რკინა–დეფიციტური ანემიების განვითარების კანონზომიერებანი და პროფილაქტიკის პრინციპები საქართველოს მოზრდილთა პოპულაციაში", დაიცვა 1994 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |