The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ანა ლოლაძე

დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1922  (101 წლის)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს.

1950–1952წწ. იყო დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–სტაჟიორი; 1953–1960წწ. გორია ქალთა კონსულტაციის გამგე, 1960 წელს ინსტიტუტის შემცვლელი მორიგე ექიმი, მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ანესთეზიოლოგი, 1968 წლიდან ამავე ინსტიტუტის ექიმი–გინეკოლოგი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნაყოფის ფუნქციონალურ მდგომარეობას მშობიარობის პროცესში. ყოფილ საბჭოთა კავშირში მის მიერ პირველად იქნა მიღებული ნაყოფის პირდაპირი ენცეფალოგრამა მშობიარობის პროცესში. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაყოფის თავის ტვინის ფუნქციონალური მდგომარეობის დადგენა მშობიარობის პროცესში(ნაყოფის თავის ენცეფალოგრაფია)."