The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით ლომთაძე

დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1981 წელს.

1981–1982წწ. თერაპიის ინსტიტუტში გაიარა ინტერნატურა; 1984–1989წწ. იყო თიანეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი; 1984–1985წწ. თერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ექიმი–რეანიმატოლოგი; 1986–1989წწ. მოსკოვის ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1990–1904წწ. თერაპიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1994 წლიდან არის გადაუდებელი კარედიოლოგიური ცენტრის ექიმი. ავტორია 6 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მიოკარდიუმის ინფარქტის პრობლემებს. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, აფხაზეთის ომის მონაწილე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანტიჰიპოქსანტების მოქმედების თავისებურება იშემიზირებულ მიოკარდზე", დაიცვა 1989 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფარმაკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი