The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გელა ლომია

დაბადების თარიღი:აგვისტო, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაბადფების ადგილი: ქ. ლენინგრადი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960–1963წწ. მუშაობდა კურორტ მენჯში; 1963 წლის სექტემბრიდან მუშაობს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება რადიკულიტების, ოსტეოქონდროზის მკურნალობას. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "ერითროლოგია და მისი ფიზიკური ფაქტორებით მკურნალობა"(1975), "გარდამავალი სისხლის მიმოქცევის მოშლის მკურნალობა ფიზიკური ფაქტორებით"(1985). სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს ნევროლოგიურ ჯგუფს. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროლოგია და მისი ფიზიკური ფაქტორებით მკურნალობა", დაიცვა 1974 წელს.