The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლუდმილა ლომია

დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოჭი.

დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო სამედიცინო პედიატრიული ინსტიტუტი 1963 წელს.

1963–1965წწ. იყო ლენინგრადის ბავშვთა №11 პოლიკლინიკის; 1965–1970წწ. თბილისის ბავშვთა №4 პოლიკლინიკის ფილიალის პედიატრი; 1970–1982წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1972 წლიდან სწავლული მდივანი, 1982 წლიდან ახალშობილთა განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 60–მდე სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ბრონქული ასთმის კლინიკო–ბიოქიმიურ ასპექტებს, პერინატალური პერიოდის მედიკო–ბიოლოგიური და სოციალური რისკ-ფაქტორების გავლენას ახალშობილთა ადაპტაციაზე, ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე, ახალშობილთა და ქალების რძის იმუნოლოგიას, ორგანიზებულ პრობლემებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ლაქტაციის მენეჯმენტის ტრენერი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის შრატში ანტიჰისტამინური ფაქტორის და ზოგიერთი ცილების განსაზღვრის კლინიკური მნიშვნელობა ბრონქული ასთმის დროს ბავშვებში", დაიცვა 1979 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მსოფლიო პედიატრთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს პედიატრიული საზოგადოება, წევრი
  • საქარტველოს ძუძუთი კვების ეროვნული კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრემია
    საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის შესრულებისათვის
  • 1976 - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრემია
    საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის შესრულებისათვის