Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
მერაბ ლომია![]()
Biographyდაბდების ადგილი: ქ. სანკტ–პეტერბურგი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საზოგადოებრივი ფაკულტეტი 1985 წელს.
1985–1986წწ. ინტერნატურა გაიარა ს. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში; 1986–1988წწ. იყო კურორტ მენჯის(სენაკის რაიონი) ნევროლოგი; 1988–1991წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში ნერვულ სნეულებათა კათედრაზე. 1991 წლიდან არის პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ–ნევროლოგიური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ტვინის იშემიასა და მის მკურნალობას ჟანგბადგადამტანი პერფტორნახშირბადიანი "ხელოვნური სისხლით", მიკროცირკულაციას, სისხლის ზედაპირულ დაჭიმულობასა და მის ცვლილებებს სხვადასხვა დაავადებების დროს; ტიკების, ჰიპერკინეზების, ენაბლუობის და ენურეზის მკურნალობის ახალ მეთოდებს, ნევროლოგიურ სიპტომატიკას ბრონქული ასთმის დროს, ეეგ–კომპიუტერულ ტომოგრაფიას სხვადასხვა დაავადებების დროს(ჰიპეროლანეზები, ენაბლუობა, ენურეზი, ბრონქული ასთმა). იყო 4 დისერტაციის ხელმძღვანელი. მოზრდილთა და ბავშვთა ნევროლოგი, პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერფტორნახშირბადიანი აირგადამტანი სისხლშემცველი პრეპარატის ექსპერიმენტული გამოყენება თავის ტვინის იშემიის დროს", დაიცვა 1993 წლის 29 სექტემბერს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |