The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლია ლომინაძე

ლია ლომინაძე
დაბადების თარიღი:19 ივნისი, 1931  (92 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი, პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის პიროგოვის სახელობის II  სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1956 წელს.

1956–1958წწ. მუშაობდა ჩელიაბინსკი–70, რუსეთის ფედერაციის ბირთვულ ინსტიტუტში(ბირთვული იარაღის დამუშავების ცენტრი, სამედიცინო–სანიტარული ნაწილი №15); 1960 წლიდან იყო პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1968 წლიდან ფუნქციური დიაგნისტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 67 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლების ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას ნორმისა და პათოლოგიის დროს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ჰემოდინამიკის ასაკობრივი  თავისებურებანი საქართველოს ბავშვებში"(თბილისი, 1997). პედიატრ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯანმრთელ ბავშვთა ელასტიური და კუნთოვანი ტიპის არტერიების ფუნქციური მდგომარეობის საკითხისათვის ასაკობრივ ასპექტში(1 დღიდან 16 წლამდე)", დაიცვა 1967 წელს.