The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თამარ ლომიძე

დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს.

1943–1944წწ. იყო  №1421 სამხედრო ჰოსპიტლის, 1947–1950წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს, 1951–1960წწ. ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1960 წლიდან ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ქირურგიის სხვადასხვა საკითხებს. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.დაჯილდოებულია მედლებითა და ქების სიგელებით.  

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ღვიძლის ფუნქციური ცვლილებები ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ თირეოტოქსიკოზის დროს", დაიცვა 1959 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქირურგიული სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - კომუნისტური შრომის დამკვრელი
  • 1970 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"