The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინე ლომიძე

დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ენდოკრინოლოგი

ბიოგრაფია

დამადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს.

1986–1987წწ. ინტერნატურის სრული კურსი გაიარა მე–8 კლინიკური საავდამყოფოს თერაპიულ განყოფილებაში; 1987–1989 წლებში იყო ბარისახოს(დუშეთი) საუბნო საავადმყოფოს ექიმი–თერაპევტი; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ენდოკრინოლოგიის, იმუნოლოგიის საკითხებს, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს. ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა –" იმუნური სისტემის მდგომარეობა და სინჯები გლუკოზის ტოლერანტობაზე ფარისებრი ჯირკვლით დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1995 წელს.