The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მერი ლომიძე

დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1930  (94 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1954 წელს.

1954–1957წწ. იყო გორის ბ/გაერთიანებების(სკოლის, უბნის) ექიმი; 1963–1976წწ. პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–პედიატრი; 1979–1985წწ. სამკურნალო ფიზკულტურისა და საექიმო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1985 წლიდან ფიზიოთერაპიის კაბინეტის გამგე. ავტორია 27 სამეცნიერო ნაშრომის და 1 მეთოდური რეკომენდაციისა, რომლებიც ეხება რაქიტის, ალერგიული დაავადებებისა და გაკაჟების საკითხებს. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.  

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვიტამინ D–ს პრეპარატების გამოყენების ეფექტურობა რაქიტის ანტენატალური პროფილაქტიკის დროს", დაიცვა 1974 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო (1970-1978)
  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება (1967-1986)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის დამსახურებული მოღვაწე