The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ეთერ ლორთქიფანიძე

Date of birth:25 May, 1923  (101 years)
Category:Orthopedist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1946–1970წწ. იყო თბილისის ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის(შემდგომში ცენტრის) ბავშვთა ორთოპედიის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი, 1970–1973წწ. ბავშვთა ტრამვის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი, 1973–1989წწ. საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი, 1983–1987წწ. ბავშვთა ორთოპედიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1987 წლიდან იყო გენეტიკური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 83 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენების ოპერაციულ მკურნალობას, ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ეთიოლოგიასა და პათოგენეზს, ორთოპედიულ დაავადებათა გენეტიკურ გამოკვლევებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობის გენეტიკური გამოკვლევა საქართველოში"(1977), "ორთოპედიისა და ტრამვატოლოგიის განვითარება საქართველოში"(1961). ეწეოდა სამეცნიერო–პრაქტიკულ მოღვაწეობას, იყო დისერტანტთა მეცნიერ–ხელმძღვანელი. ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუნთ–მყესოვანი პლასტიკა ტერფზე პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენების დროს", დაიცვა 1966 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ეთიოლოგია და პათოგენეზი საქართველოში", დაიცვა 1990 წელს.

Member of Organizations

  • საქართველოს გენეტიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ტრამვატოლოგ–ორთოპედთა საზოგადოება, წევრი