The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თეიმურაზ ლორთქიფანიძე

დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1946
გარდაცვ. თარიღი:3 აგვისტო, 2015  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

1964–1966წწ. სწავლობდა ცელინოგრადის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1977–1986წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი; 1986–1991წწ. წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991–1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა პროპრდევტიკის კათედრის ასისტენტი; 1995–1998წწ. ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის საოჯახო მედიცინის ამბულატორიის ხელმძღვანელი. 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ციტოლოგიის, ჰისტოლოგიისა და ადამიანის ანატომიის კათედრის დოცენტი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის ნორმებს ექსპერიმენტისა და პათოლოგიის პირობებში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "Вены сердца при экспериментальном инфаркте миокарда"("Мецниереба", 1976), "Миокард и легкое при экспериментальных пороках сердца и сосудов"("Мецниереба", 1981), "Локальная ишемия сердца при гипертрофии миокарда"("Мецниереба", 1989). არის დიდი ოქტომბრის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ სსრკ ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის გამარჯვებული ანატომიაში(1977), სსრკ აჰე–ს საზოგადოების ახალგაზრდა მეცნიერ–მორფოლოგთა კონკურსის გამარჯვებული(1978), ფლობს საავტორო მოწმობას №1793456 "მიოკარდიუმის ინფარქტის მოდელირების მეთოდი"(1992). თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა–"გულის ვენები მიოკარდიუმის ექსპერიმენტული ინფარქტის დროს", დაიცვა 1995 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიონოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო სიგელი