The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ეთერ ლორია

დაბადების თარიღი:15 მაისი, 1924  (99 წლის)
კატეგორია:გინეკოლოგი, კურორტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს.

1948–1949წწ. იყო ქუთაისის N1 სამშობიარო სახლის შტატგარეშე ორდინატორ–გინეკოლოგი; 1949–1952წწ. ჩხარის რაიონული საბავშვო ბაგის გამგე–ექიმი და სამშობიარო სახლის გინეკოლოგი; 1952–1965წწ. ქუთაისის N1 სამშობიარო სახლის ორდინატორი, ექიმი–გინეკოლოგი; 1965–1967წწ. ი. ჟორდანიას სახელობის ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1967 წლიდან შრომის ჰიგიენისა და პროფ. დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1968 წლიდან მუშაობს საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. ავტორია 100 სამეცნიერო ნაშრომის, 6 რაციონალიზატორული წინადადების, რომლებიც ეხება ქალთა უნაყოფობისა და სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებულთა და ოპერაციის შემდგომი პერიოდის კომპლექსურ მკურნალობაში ფიზიობალნეოთერაპიის გამოყენების საკითხებს. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობას კურორტ წყალტუბოს, ახტალის გინეკოლოგებთან და მე–6 კურსის სტუდენტებთან.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "C რექტიული ცილის გამოკვლევის მნიშვნელობა სამეანო–გინეკოლოგიურ პრაქტიკაში", დაიცვა 1966 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის საზოგადოება, წევრი
  • მეანობა–გინეკოლოგიის საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - შრომის ვეტერანის მედალი

ბიბლიოგრაფია