The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რუსუდან ლორია

დაბადების თარიღი:6 მაისი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს.

1972–1973წწ. გაიარა ინტერნატურა პათომორფოლოგიის, 1990 წელს მეანობა–გინეკოლოგიის სპეციალობით; 1973 წელს მუშაობდა  ტყიბულის საავადმყოფოში პათოლოგანატომად. 1974 წლიდან არის აკადემიკოს ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნაყოფის  ქალა–ტვინის სტრუქტურულ თავისებურებებს, ნაყოფის თანდაყოლილი მანკებისა და სამშობიარო ტრამვატიზმის  საკითხებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ნაყოფისა და ახალშობილის ქალასარქველის შენების თავისებურებანი და მათი მნიშვნელობა მეანობისათვის", დაიცვა 1986 წელს.