The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი მათეშვილი

დაბადების თარიღი:15 მარტი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1967წწ. იყო ენგურჰესის მშენებლობის სამედიცინო სანიტარული ნაწილის პოლიკლინიკის ექიმი–თერაპევტი; 1968–1971წწ. ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ასპირანტი კლინიკური იმუნოლოგიის სპეციალობით, პარალელურად მუშაობდა ლენინგრადის სამხედრო–სამედიცინო აკადემიის ინფარქტის განყოფილების ექიმად; 1972–1973წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1973–1996წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988–1999წწ. მთავარი ექიმი; 1981–1999წწ. თბილისის ჯანდაცვის სამმართველოს მთავარი კარდიოლოგი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ ავადმყოფთა სეროლოგიური გამოკვლევის ჩვენი გამოცდილება"(გულის ანტიგენის აღმოჩენა), დაიცვა 1971 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, ნამდვილი წევრი
  • კარდიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი

ბიბლიოგრაფია