The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მერი მაისურაძე

დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1923  (101 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს.

1945–1946წწ. იყო რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1946–1949წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1949–1955წწ. ორდინატორი; 1955–1957წწ. სტაციონარის გამგე; 1957–1958წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1958–1974წწ. კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1981წწ. გულის მანკების განყოფილების გამგე; 1981–1994წწ. გულის რითმის დარღვევის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი; 1990–1995წწ. N8 და N11 საქალაქო პოლიკლინიკათა თერაპევტ–კონსულტანტი. ავტორია 174 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოფიზის წინა წილის კორტიკოტროპული ჰორმონისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის როლი ჰიპერტონიული დაავადების განვითარებაში", დაიცვა 1955 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰიპოფიზარული–თირკმელზედა ჯირკვლოვანი სისტემა და გულის იშემიური დაავადება", დაიცვა 1970 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ენდოკრინული საზოგადოება, წევრი
  • თერაპიული საზოგადოება, წევრი
  • კარდიოლოგიური საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - საქართველოს ჯანდაცვის დამსახურებული მუშაკი
  • 1985 - შრომის ვეტერანი

ბიბლიოგრაფია