The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნინო მაისურაძე

Date of birth:7 March, 1927  (97 years)
Category:Pathophysiologist, Reproductology, Physiologist/Physiotherapist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949–1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი, 1973–1959წწ. ასისტენტი, 1958–1963წწ. ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერ–კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, 1963–1982წწ. პათოფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1982 წელს რეპროდუქციული ორგანოების ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1989–1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი, დიპლომის შემდგომი განათლების სახ. სამედიცინო აკადემიის რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 130–მდე სამეცნიერო ნაშრომისა. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "საჭმლის მომნელებელი ორგანოების სარეგულაციო მექანიზმების შესწავლა, რეპროდუქციული ორგანოების ფიზიოლოგიის და პათოლოგიის მექანიზმების დადგენა", "ნაყოფიერების საკითხები ექსპერიმენტული დიაბეტის, ათეროსკლეროზის და ჰეპატიტების დროს", 1979; "საერთაშორისო ანატომიური ნომენკლატურა", 19790; "ენდოკრინული სისტემის ფიზიოლოგია"(სახელმძღვანელო), 1991; ხელმძრვანელობდა დისერტანტებსა და ასპირანტებს.  ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერ–კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე.  ფიზიოლოგი, პათოფიზიოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, რეპროდუქტოლოგიის დარგის ერთ–ერთი ფუძემდებელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "კუჭის სეკრეციული ფუნქციის ნეირო–ენდოკრინული რეგულაციის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1953 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "რეპროდუქციული ფუნქციის  ნეირო–ენდოკრინული რეგულაციის საკითხები", დაიცვა 1975 წელს.

Member of Organizations

  • სამედიცინო და სოციოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
  • სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო, წევრი
  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)
  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა საზოგადოება, გამგეობის წევრი
  • საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება, გამგეობის წევრი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი

Bibliography