The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე მაკარიძე

დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1973წწ. მუშაობდა ბედიანის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში; 1973–1977წწ. რუსთავის ფსიქო–ნევროლოგიურ დისპანსერტში; 1977–1994წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1994 წლიდან ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამკურნალო დარგში და კლინიკის უფროსი ექიმი. ავტორია 64 სამეცნიერო ნაშრომის რომლებიც ეხება კლინიკო–ბიოლოგიურ შეფასებას სხვადასხვა გენეზის დეპრესიების დროს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიზოფრენიის ზოგიერთი ნეიროლეპსიური პრეპარატებით მკურნალობის დროს სისხლში ქოლინესტერაზის აქტივობა", დაიცვა 1979 წელს.

ბიბლიოგრაფია