შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
იური მალაშხია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაკიფუ, წალენჯიხის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს.
1951–1953წწ. იყო გაგრის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1954–1957წწ. საბჭოთა არმიის საჰაერო ძალების, ავიაპოლკის ლაზარეთის ექიმი; 1958–1962წწ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ორდინატორ–ნევროლოგი, 1986 წლიდან კათედრის პროფესორი და კლინიკური ნეიროიმუნოლოგიის განყოფილების უფროსი. ავტორია 128 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნევროლოგიისა და ნეირო–იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებს. ეკუთვნის ორი გამოგონება, ერთი მეცნიერული აღმოჩენა: "თავ–ზურგ–ტვინის სითხის თვისება, განახორციელოს იმუნოლოგიური ზედამხედველობა ტვინის სუბარაქნოიდალურ სივრცეში". თანაავტორია "კლინიკური ნევროლოგიის განმარტებითი ლექსიკონისა" (1969). გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები რუსულ ენაზე: "ტვინის იმუნური ბარიერი"(მოსკოვი, 1986), "ადამიანის თავ–ზურგ–ტვინის სითხის იმუნოკომპეტენტური უჯრედები ნორმაში და ნერვული სისტემის დაავადებების დროს"(თბილისი, 1990). არის ორი სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი და 7 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. მინიჭებული აქვს გრანტები: 1992 წელს იაპონიაში "სამეცნიერო ნაშრომისათვის"(1992), აშშ–ში (1994), სოროსის "ტრეველ" გრანტი (1995). 1976 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (აშშ, ინგლისი, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრალია, კანადა, ჰოლანდია, იტალია და სხვ.) გამართულ სამეცნიერო კონგრესთა მუშაობაში. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიენცეფალურ–ვეგეტატიურ მოშლილობათა კლინიკის და მკურნალობის საკითხისათვის ქრონიკული ტონზილიტების დროს", დაიცვა 1963 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "T და B ლიმფოციტების დახასიათება ზურგის ტვინის სითხეში და პერიფერიულ სისხლში ნორმაში და ნერვული სისტემის დაავადების დროს", დაიცვა 1978 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |