The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინა მამალაძე

მარინა მამალაძე
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:სტომატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1979 წელს.

1979–1981წწ. იყო თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1984წწ. კათედრის ასპირანტი; 1984–1994წწ. ასისტენტი; 1994 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი და სტომატოლოგიური ფირმა "უნიდენტის" ხელმძღვანელი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 2 დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტთათვის: "თერაპიული სტომატოლოგია"(1997), "ენდოდონტია"(1998). სტაჟირება გაიარა აშშ ქანზასსიტის დენტალურ სკოლაში და იაპონიის ქ. ოსაკას სამედიცინო სკოლაში. ამჟამად არის სტომატოლოგიისა და სამედიცინო ესთეტიკის ქართულ-გერმანულ-ესპანური კლინიკა "უნიდენტ-როსის" ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პაროდონტიტიან პაციენტთა იმუნომარეგულირებელი სუბ–პოპულაციები", დაიცვა 1985 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • ოპერაციული ოდონტოლოგია : სახელმძღვ. სტომატოლოგიის ფაკ-ტის სტუდ. და რეზიდენტებისთვის (თანაავტორი) // ნაწ. 1. - თბილისი, შპს "ფავორიტი პრინტი", 2011. - 311 გვ. - ISBN: 978-9941-0-2848-9

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    უნიდენტი
    მისამართი:თბილისი, დ. აღმაშენებლის 126
    ტელეფონი:2 94 03 94