The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ჯანგირ მამალაძე

ჯანგირ მამალაძე
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1936
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 2009  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1970წწ. მუშაობდა ექიმად სამკურნალო დაწესებულებებში; 1970–1972წწ. იყო გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" სამედიცინო ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1973 წლიდან ჟურნალ "საქართველოს სამედიცინო მოამბის", 1996 წლიდან გაზეთ "მედიცინის" მთავარი რედაქტორი. ავტორია 156 სამეცნიერო–პუბლიცისტური ნაშრომის მედიცინის აქტუალურ საკითხებზე. მედიცინის ისტორიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სათესლე ჯირკვლის ზოგიერთი ჰისტოქიმიური თავისებურებანი დაბერების პროცესში", დაიცვა 1974 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული სამედიცინო პერიოდული პრესის მნიშვნელობა სამამულო მედიცინის განვითარებაში", დაიცვა 1995 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახ. აკადემიის საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1990 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის პრემია
  • 1984 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია