The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით მამამთავრიშვილი

დავით მამამთავრიშვილი
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:9 ივნისი, 1980  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1929 წელს.

1942-1950წწ. მუშაობდა ჯერ ამიერკავკასიის ფრონტის, შემდეგ კი, 1950-მდე, ამიერკავკასიის სამხრედრო ოლქის მთავარ ქირურგად. 1950-1953 წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორი, 1954 წლიდან კი ამავე ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის გამგე, ერთდროულად, 1954-1959წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრი. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ჯანდაცვის ორგანიზაციის, სისხლძარღვთა, სანაღვლე გზების, ნაწლავების, ჩიყვისა და მწვავე მუცლის ქირურგიული მკურნალობის, კუჭნაწლავისა და ძვლების სიმსივნეების, ანესთეზიოლოგიისა და ქირურგიული ენდოკრინოლოგიის საკითხებს. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1941), პროფესორი(1945).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1955-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი