შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნინო მამამთავრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურა 1977 წელს.
1973 წლიდან მუშაობს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. 1977–1985წწ. იყო უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1985 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი გულის უკმარისობის განყოფილებაში. ავტორია 39 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება იმუნოლოგიის საკითხებს, გულის კუნთის დაავადებებს, გულის უკმარისობის აქტუალურ პრობლემებს. პრაქტიკულ მუშაობას ეწევა სამედიცინო ფაკულტეტის თერაპიის კათედრაზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა რევმატიული პროცესების აქტივობის შეფასებაში", დაიცვა 1979 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |