შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
აბელ მამარდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.
1958–1961წწ. იყო სურამის, თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1961–1964წწ. ფსიქიატრიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1964–1969წწ. რესპუბლიკური ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1969–1972წწ. ფსიქიატრიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1979წწ. ნარკოლოგიური, საორგანიზაციო განყოფილებების მეცნიერ–ხელმძღვანელი; 1979–1996წწ. რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1996 წლიდან ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, კლინიკის მთავარი ექიმი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ეპილეფსიის, ნარკომანიის, შიზოფრენიის, სასამართლო–ფსიქიატრიული ექსრერტიზის საკითხებს. მათ შორისაა ერთი მონოგრაფია: "უჯრედთა ზოგიერთი თავდაცვითი გამოვლინებანი ეთანოლის მოქმედებით"(1986). იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის კათედრის გამგე, საქართველოს სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის ხელმძღვანელი. 1975–1986წწ. იყო თბილისის მთავარი ფსიქიატრი, 1982–1989წწ. რესპუბლიკის მთავარი ნარკოლოგი. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები ეპილეფსიური ჭკუასუსტობის ფსიქოპათოლოგიის შესწავლისათვის", დაიცვა 1969 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |