The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი მამუკაშვილი

დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1986–1988წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა №2 კათედრაზე; 1988–1991წწ. ასპირანტურის კურსი კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტში, 1991–1993წწ. იყო ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, 1993–1997წწ. განყოფილების ხელმძღვანელი. 1997 წლიდან ხელმძღვანელობს ულტრასონოგრაფიის სასწავლო–კვლევით ცენტრს. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომისა კარდიოლოგიის, ფიზიოთერაპიის, ულტრასონოგრაფიის საკითხებზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის რიტმის დარღვევათა მკურნალობა ანტიარითმიული პრეპარატების პროლონგირებული ელექტროფორებით გულის იშემიური დაავადებების დროს", დაიცვა 1992 წელს.