The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინე მამულაშვილი

მარინე მამულაშვილი
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ინფექციონისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975–1976წწ. გაიარა ინტერნატურა I კლინიკური საავადმყოფოს თერაპიის კათედრაზე; 1976–1987წწ. იყო რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი. 1987 წლიდან არის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ექიმი–ორდინატორი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა სეფსისისა და იმუნოლოგიის პრობლემებზე. არის მონოგრაფიის თანაავტორი. ინფექციონისტ–სეფსისოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი იმუნოლოგიური მაჩვენებლები და მათი კლინიკური მნიშვნელობა სტაფილოკოკური სეფსისის სხვადასხვა ფორმით დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1989 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ინფექციონისტთა და იმუნოლოგთა საზოგადოება, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა
    მისამართი:თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 16
    ტელეფონი:2 47 10 24