The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ინგა მამუჩიშვილი

ინგა მამუჩიშვილი
Date of birth:17 June, 1962  (62 years)
Category:Pediatrist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1988 წელს.

1989 წელს იყო თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1990–1992წწ. კრწანისის რაიონის მთავარი პედიატრი; 1992–1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის ასპირანტი, 1995 წლიდან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის კათედრის ასისტენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებშიც გაშუქებულია ბრონქო–პულმონური  და იმუნოლოგიური პრობლემები. მისი ხელმძღვანელობით პერიოდულად ეწყობოდა საქველმოქმედო აქციები ეკოლოგიურ ასოციაცია "ბავშვი და ეკოლოგიასთან" ერთად. რეგულარულად მონაწილეობდა იმუნორეაბილიტაციის პრობლემებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონგრესებში.. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ასთმური კომპონენტით მიმდინარე ბრონქო–პულმონური პათოლოგიების კლინიკური ვარიანტების განმსაზღვრელი ფაქტორები და იმუნომოდულაციის ეფექტურობა ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1995 წელს.

Bibliography

Contacts Information

  • Business
    სეუ კლინიკა
    Address:თბილისი, წინანდლის 9, I კლინიკური საავადმყოფოს მიმდ. ტერიტორია
    Phone:599 503 832; 599 19 00 77; 2 45 92 64; 2 45 92 62