შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დოდო მამფორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1962 წელს.
1964–1966წწ. იყო თბილისის №5 ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი; 1966–1971წწ. ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა თერაპიული განყოფილების ექიმი; 1971–1972წწ. ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1979–1984წწ. პულმონოლოგიური განყოფილების და კლინიკური ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1992 წლიდან იყო საკონსულტაციო პოლიკლინიკის ხელმძღვანელი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად ეხება ფსიქოსომატურ პრობლემებს ალერგიული დაავადებების დროს ბავშვებში. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრონქული ასთმის პათოგენეზის ზოგიერთი საკითხები ბავშვებში", დაიცვა 1976 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძუძუთი კვების და სასუნთქი სისტემის დაავადებების ფსიქოსომატური ასპექტები ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1990 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |