შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნათელა მამფორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.
1953–1958წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1958–1986წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია "საშვილისნოს სისხლის ძარღვები"(1958); "ღვიძლის სისხლის ძარღვები და ნაღვლის გზები, ორგანოს სეგმენტური შენების თვალსაზრისით"(1978).
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს სისხლის ძარღვების მაკრო და მიკროსკოპული ანატომია ნორმასა და ექსპერიმენტში", დაიცვა 1953 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადამიანის ღვიძლის სისხლის ძარღვების და ნაღვლის გზების ინტრაორგანული აგებულება ამ ორგანოს სეგმენტური შენების თვალსაზრისით და მისი ცვლილებები სისხლის მიმოქცევის მოშლის პირობებში ექსპერიმენტში", დაიცვა 1969 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |