Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ლაურ მანაგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.
1970-1972წწ. მუშაობდა სსრკ სამედიცინო აკადემიის ორგანოთა გადანერგვის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1972-1974წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1974-1984წწ. ექსპერიმენტული ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1984-1985წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1985-2000წწ. ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ინსტიტუტის დირექტორად; 1991-1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი; 1998 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2000-2004წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1999-2004წწ. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი პარტიული სიით, ბლოკი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", ჯანმრთელობობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2008 წლიდან ამავე ცენტრის გენერალური დირექტორია. არის ერთი სახელმძღვანელოსა და 300–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "თირკმლის კონსერვაცია ჰიპოთერმიისა და ჰიპერბარიული ოქსიგენაციის მეთოდების გამოყენებით", დაიცვა 1971 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – "ბავშვთა თირკმლების გადანერგვა ზრდასრულ რეციპიენტებში", დაიცვა 1981 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |