შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
როზა მანუშაროვა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.
1965–1969წწ. იყო წალკის რაიონული საავადმყოფოს ექიმი–ენდოკრინოლოგი; 1969–1972წწ. მოსკოვის ექსპერიმენტული ენდოკრინოლოგიისა და ჰორმონთა ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1972 წლიდან არის ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სხვადასხვა ენდოკრინული ჯირკვლების მდგომარეობას, იცენკო–კუშინგის დაავადებებს, პოლიკისტოზის, ენდომეტრიოზის დროს. ეკუთვნის 3 გამოგონება, 3 მეთოდური წერილი, 2 პატენტი. კურირებდა კონტრაცეპტივების გამოყენებასა და მათი მოქმედების შორეულ შედეგებს, ხელმძღვანელობდა 3 ასპირანტს. ენდოკრინოლოგ–გინეკოლოგი(რეპროდუქტოლოგი), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინსულინომით დაავადებულ ავადმყოფთა კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციური მდგომარეობა ოპერაციამდე და ოპერაციის შორეული შედეგები", დაიცვა 1973 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "იცენკო–კუშინგის დაავადებით შეპყრობილი ქალების რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობა დაავადებების აქტივობის სხვადასხვა პერიოდში", დაიცვა 1988 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |