The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ირმა მანჯავიძე

დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1981 წელს.

1981–1983წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1983–1992წწ. თბილისის №1 კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ინტერნი, თერაპიის პალატის მორიგე ექიმი, პარალელურად სწავლობდა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურაში. 1992 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის კათედრის ასისტენტი. არის 35 სამეცნიერო ნაშრომის და 2 მეთოდური რეკომენდაციის  ავტორი. მონაწილეობდა რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციების მუშაობაში, საქართველოს ბავშვთა ალერგოლოგთა რესპუბლიკურ სამედიცინო პრაქტიკულ კონფერენციაში. აგრეთვე ნიდერლანდებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში–"ემოცია, ჯანმრთელობა და დაავადება". ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო და რეფერატული შრომების მომზადებას, დაინტერესებულია მოზარდთა მედიცინის საკითხებით: სასკოლო ჰიგიენის, ფსიქო–ჰიგიენის და ფსიქოსექსუალური  პრობლემებით. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოზარდთა მედიცინის კათედრის ასისტენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაღალი არტერიული წნევის ეპიდემიოლოგიური დახასიათება და არამედიკამენტოზური მკურნალობის ეფექტურობა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამედიცინო ეკოლოგიური ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი