The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო მანჯავიძე

დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1964 წელს.

1965–1967წწ. იყო თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1967–1972წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1972–1982წწ. კათედრის ასისტენტი; 1982–1989წწ. დოცენტი; 1989–1994წწ. პროფესორი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის პედიატრიის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 148 სამეცნიერო ნაშრომი პედიატრიის აქტუალურ საკითხებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პლაცენტის ონკოლოგიური, ჰისტოქიმიური და ზოგიერთი კლინიკურ გამოკვლევათა საკითხისათვის დედასა და ბავშვს შორის ABO ჯგუფური შეთავსების მიხედვით", დაიცვა 1973 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მემკვიდრეობითი მიდრეკილების როლი და შემაერთებელი ქსოვილის სისტემის მდგომარეობა ალერგიის ფორმირებაში ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ალერგოლოგთა აკადემია, წევრი
  • ევროპის კლინიკურ იმუნოლოგთა აკადემია, წევრი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • პედიატრთა საერთაშორისო აკადემია, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • პედიატრია : სახელმძღვ. უმაღლ. სამედ. სასწავლებლის სტუდენტებისათვის : 2 ტომად (თანაავტორი) // ტ. 1. - თბილისი, შპს "თობალისი", 2010. - 528 გვ. - ISBN: 978-9941-423-09-3