The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რუსუდან მანჯავიძე

დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1925  (99 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს.

1947–1960წწ. იყო წყალტუბოს პროფსაბჭოს №1 სანატორიუმის ორდინატორი, 1960–1962წწ. შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა ინსტიტუტის განყოფილების კლინიკური ორდინატორი. 1962 წლიდან მუშაობდა პროფესიულ დაავადებათა განყოფილებაში მეცნიერ–თანამშრომლად, 1994 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამსრომელი. ავტორია 96 სამეცნიერო ნაშრომისა პროფესიული პათოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც გამოქვეყნებულია კრებულებსა და პერიოდულ გამოცემებში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა ვიბრაციული დაავადების დროს", დაიცვა 1979 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1991 - ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული