The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ მანჯგალაძე

დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1922  (102 წლის)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს.

1946–1947წწ. იყო ყაბარდოს რაიონული პოლიკლინიკის გამგე, 1947–1950წწ. სოფლის საექიმო უბნის და საავადმყოფოს გამგე; 1951–1954წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1954–1957წწ. ასპირანტი, 1957–1962 წწ. ასისტენტი; 1962–1990წწ. ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1990 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 39 სამეცნიერო ნაშრომისა ანგიონევროლოგიისა და ზოგადი ნევროლოგიის საკითხებზე. 1957 წლიდან სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა კლინიკურ ორდინატორებს, ასპირანტებს, სტუდენტებს. 1966–1968წწ. მუშაობდა კუბაში, 1976–1980წწ. ქუვეიტში. 1982–1993წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შტატგარეშე მთავარი ნევროპათოლოგი. ა. ლაჭყებიანთან ერთად რუსულ ენაზე გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ვილიზიის წრის ადაპტაციური კომპენსაციური შესაძლებლობანი თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების პათოლოგიის დროს"("საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1969). ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა–"ვილიზიის წრის არტერიების ნერვული აპარატი ნორმისა და თავის ტვინსი სისხლის მიმოქცევის მოშლის დროს", დაიცვა 1961 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ნევროპათოლოგთა და ნევროლოგთა საზოგადოების ევროპის ფედერაცია, წევრი