The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მამუკა მარგველაშვილი

მამუკა მარგველაშვილი
Legal name:ვლადიმერ მარგველაშვილი
Date of birth:6 September, 1957  (67 years)
Category:Dentist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1981 წელს.

1981–1982წწ. იყო რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი–ინტერნი; 1982–1986წწ. ზესტაფონის რაიონის სოფ. ქვედა საზანოს ს/ამბულატორიის ექიმი–სტომატოლოგი; 1986–1995წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი. 1995 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო–დიაგნოსტიკური ცენტრის სტომატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი. ავტორია 57 სამეცნიერო ნაშრომისა ორთოპედიული სტომატოლოგიის, პროფილაქტიკის, ეპიდემიოლოგიის, სოციოლოგიის საკითხებზე. არის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პედაგოგებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოს – "სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა", ავტორი. 1993 წლიდან არის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი. უმაღლესი კატეგორიის ექიმი, სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის ორთოპედიული სტომატოლოგიური დახმარების საჭიროების განსაზღვრა და მისი ეფექტურობის გაუმჯობესების გზები", დაიცვა 1991 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კბილის მაგარი ქსოვილების სხვადასხვა ფორმის პათოლოგიური ცვეთის ორთოპედიული მკურნალობის კლინიკურ–ლაბორატორიული დასაბუთება", დაიცვა 1995 წელს.

Member of Organizations

  • პ. ფოშარის სახელობის სტომატოლოგთა საერთაშორისო აკადემია, წევრი
  • საქართველოს სამეცნიერო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი

Contacts Information

  • Business
    მარგველაშვილი დენტალ ოფისი
    Address:ინგოროყვას ქ. 10
    Phone: 2 98 57 72