Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
თამაზ მარინაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1958 წელს.
1959–1963წწ. იყო თბილისის ბავშვთა IV საავადმყოფო–პოლიკლინიკის გაერთიანების ექიმი–პედიატრი; 1963–1972წწ. ექიმთა დახელოვნების თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1972–1992წწ. თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ასისტენტი. 1992 წლიდან იყო ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პედიატრიის აქტუალურ საკითხებს. არის ავტორთა კოლექტივის წევრი მონოგრაფიებისა: "ზოგიერთი თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დაავადება ბავშვებში"(1983); "ბავშვთა დაავადებები"(1995). მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 92 სამეცნიერო–პრაქტიკული ხასიათის სტუდენტური ნაშრომი. 1962 წელს პირველად საქართველოში, პროფ. ი. კვაჭაძესთან ერთად ბავშვის ორგანიზმიდან გამოყო პარაზიტი ტოქსოპლაზმა გონდი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლინიკურ–იმუნოლოგიური პოლიმორფიზმი და ზოგიერთი გენეტიკური მარკერი იუვენილური რევმატოიდული ართრიტის დროს", დაიცვა 1992 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |