The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვაჟა მარსაგიშვილი

ვაჟა მარსაგიშვილი
ოფიციალური სახელი:ცეზარ მარსაგიშვილი
დაბადების თარიღი:29 თებერვალი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ორთოპედი, ტრავმატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ყაზბეგის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

1967-1972წწ. მუშაობდა დაღესტნის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმ-ქირურგად; 1975-1978წწ. თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კლინიკურ საავადმყოფოში ექიმ-ორდინატორად; 1979-2002წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლად, ორთოპედიის განყოფილების გამგედ. 2002 წლიდან იყო ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ორთოპედიული განყოფილების უფროსი ექიმი. 2007 წლიდან ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინის" ექიმი-ორთოპედი. გამოქვეყნებული აქვს 46 სამეცნიერო ნაშრომი და 3 მონოგრაფია, არის 3 გამოგონების ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კიდურების ოპერაციული დაგრძელება დისტრაქციული მეთოდით", დაიცვა 1978 წელს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    კარაპს მედლაინი
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას ქ. 48
    ტელეფონი:2 51 61 61