The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დალი მარტაშვილი

დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:ჰემატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1964–1969წწ. იყო გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, 1970–1976წწ. ამავე ინსტიტუტის იმუნოჰემატოლოგიური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976–1984წწ. სამხარეო პათოლოგიის ჯგუფის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1984 წლიდან თანდაყოლილი და შეძენილი ანემიების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა მწვავე ლეიკოზის და ენზიმოპათიების პრობლემებზე. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლეიკოციტების ფუნქციონალური თვისებების ცვლილებები მწვავე ლეიკოზის სხვადასხვა დროს", დაიცვა 1969 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ტრანსფუზიოლოგთა და ჰემატოლოგთა ასოციაცია, წევრი